The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მადიჩი

კონსტანტინე მადიჩი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2003  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–1952წწ. ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1962წწ. ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–1974წწ. დოცენტი; 1974–1990წწ. კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობაც სარძევე ჯირკვლის, კანის, საჭმლის მემნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების კიბოს დიაგნოსტიკის მკურნალობისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმ–გინეკოლოგთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია კემბრიჯისა და ნიუ–იორკის ინტერნაციონალურ სამეცნიერო ცნობარებში(1997–1998), მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კანის კიბოს კლინიკო მორფოლოგიური თავისებურებანი საქართველოში", დაიცვა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–სოციალური აკადემია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სსრკ სამედიცინო აკადემიის საპრობლემო კომისიის ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკა და მკურნალობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - დამსახურებული მედიკოსის მედალი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი
  • 1985 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: