The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ხაზარაძე

რევაზ ხაზარაძე
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 2003  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მაღლაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1954წწ. იყო წალკის რაიონის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1955–1958წწ. გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, 1958–1976წწ. რადიაციული და ნიადაგის ლაბორატორიის გამგე, 1976–1990წწ. კომუნალური ჰიგიენის განყოფილების გამგე, 1990-2000წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი, 2000-2003წწ. ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერ-მუშაკი. ავტორია 3 მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გარემოს ჰიგიენას, რადიაციულ ჰიგიენას და კვების ჰიგიენას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაგნიუმის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ექსპერიმენტულ-ჰიგიენური დასაბუთება წყალსატევის წყალში", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის პოპულაციური დასხივების დოზები დამაინებული გამოსხივების ძირითადი წყაროებიდან", დაიცვა 1982 წელს.  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის ეკოლოგიურ და პროფესიულ მედიცინათა აკადემია, წევრი
  • ამიერკავკასიაში პირველი რადიაციული ჰიგიენის ლაბორატორია, დამფუძნებელი, ხელმძღვანელი (1960-1990)
  • ეკოლოგიური და სიცოცხლის უშიშროების საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო-საატესტაციო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერული მიმართულებების განვითარებასა და სამედიცინო განათლების წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: