შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სავლე აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიცხი, ზემო იმერეთი. დაამთავრა თბილისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებელი 1917 წელს და მიიღო ოფიცრის პირველი ჩინი. ეწეოდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას; თანამშრომლობდა გაზეთ – "სახალხო საქმეში", "ზვირთში", "ჯარის–კაცში", "მხედარში", "მომავალში", "საქართველოს განათლების მუშაკში"; 1911 წელს იყო კიცხის სკოლის მასწავლებელი; 1912 წელს ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი; 1921 წელს შვიდკლასიანი სკოლის გამგე და შეთავსებით შორაპნის მაზრის სკოლების ინსტრუქტორი; 1909 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი რუსულ ენაზე გოგოლის საიუბილეოდ გამოცემულ კრებულში; 1915 წელს მისი მოთხრობები – "იასამანი", "სწავლის წყურვილი", "პირველი სიყვარული" დაიბეჭდა ია ეკალაძის გაზეთ "სამშობლოში"; ამავე დროს მისი ლექსები და ჩაწერილი ხალხური ზრაპრები იბეჭდებოდა "ნაკადულში" და "ჯეჯილში"; 1924 წელს ქალაქ ჭიათურაში გამოსცა პირველი ლექსების პატარა კრებული "მზიანი ჩრდილები". ანტირელიგიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა მწერლობითა და ლექციებით. კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ლიტერატურულ, პედაგოგიურ-მეთოდურ და სხვა საკითხებზე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |