The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სავლე აბულაძე

სავლე აბულაძე
Other name:პავლე აბულაძე
ს. ა.  (Pseudonym)
საქარიქედელი  (Pseudonym)
სოსია გლეხი  (Pseudonym)
ციაგი  (Pseudonym)
Date of birth:20 April, 1890
Date of death:28 February, 1964  (at 73 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კიცხი, ზემო იმერეთი.

დაამთავრა თბილისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებელი 1917 წელს და მიიღო ოფიცრის პირველი ჩინი.

ეწეოდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას; თანამშრომლობდა გაზეთ – "სახალხო საქმეში", "ზვირთში", "ჯარის–კაცში", "მხედარში", "მომავალში", "საქართველოს განათლების მუშაკში"; 1911 წელს იყო კიცხის სკოლის მასწავლებელი; 1912 წელს ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი; 1921 წელს შვიდკლასიანი სკოლის გამგე და შეთავსებით შორაპნის მაზრის სკოლების ინსტრუქტორი; 1909 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი რუსულ ენაზე გოგოლის საიუბილეოდ გამოცემულ კრებულში; 1915 წელს მისი მოთხრობები – "იასამანი", "სწავლის წყურვილი", "პირველი სიყვარული" დაიბეჭდა ია ეკალაძის გაზეთ "სამშობლოში"; ამავე დროს მისი ლექსები და ჩაწერილი ხალხური ზრაპრები იბეჭდებოდა "ნაკადულში" და "ჯეჯილში"; 1924 წელს ქალაქ ჭიათურაში გამოსცა პირველი ლექსების პატარა კრებული "მზიანი ჩრდილები". ანტირელიგიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა მწერლობითა და ლექციებით. კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ლიტერატურულ, პედაგოგიურ-მეთოდურ და სხვა საკითხებზე. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.62

Member of Organizations

  • საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა ცენტრალური საბჭო, წევრი (1932-1933)
  • ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, წევრ–კორესპონდენტი (1923-1924)

Bibliography

  • კოლექტივი : ლექსები (Author). - ზესტაფონი, ზესტაფონის რაიაღმასკომის სტ., 1930. - 32გვ.
  • მზიანი ჩრდილები : ლექსები (Author). - ჭიათურა, სამაღმასკომის კომ. სტამბა, 1924. - 32გვ.

Share: