შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1913-1915წწ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში მიწისმზომავად; 1916-1918წწ. იყო მე–6 სათადარიგო ბატალიონში პრაპორჩიკი; 1919-1921წწ. მუშათა და გლეხთა ინსპექციაში რევიზორი; 1921-1923წწ. რაჭის მაზრის თესვის კამპანიის ხელმძღვანელი; 1924-1925წწ. ჟურნალ "მნათობის" სტილისტი; 1908 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი; 1924 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული "რჩეული ლექსებიდან"; დაწერილი აქვს პოემები: "რიონის აპოლოგია", "შუა აზია", "მარინა რასკოვა". ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პრობლემა", "რუსთაველის გარშემო", "რუსთაველი და მისი პოემა". 1934 წელს გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" ჭიჭინაძისეული გამოცემა; ასევე თარგმნა – "ამბავი იგორის ლაშქრობისა", "სიმღერა ნიბელუნგებზე", დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" პირველი ნაწილი, ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვის ნაწარმოებები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.410 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |