The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ მალაზონია

ნესტორ მალაზონია
სხვა სახელი:ნ. მანიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:1984  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი მამათი.

1908-1911წწ. იყო სოფელ ძიმითში სასოფლო სამმართველოს დამტარებელი; 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში; 1925 წლიდან მუშაობდა ბათუმში ჯერ ინდუსტრიულ ტექნიკუმში აღმზრდელ-მასწავლებლად, შემდეგ 1929 წლიდან განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, ხოლო 1931-1933წწ. თავმჯდომარედ; 1933-1935წწ. იყო ხულოს რაიონული გაზეთის რედაქტორი; 1935-1937წწ. აჭარის განათლების კომისარიატის კადრების გამგე; 1938-1941წწ. ბათუმის სახელმწიფო გამომცემლობის წარმოების უფროსი; 1941-1951წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭარის სტილისტ–მთარგმნელი; 1951 წლიდან გამომცემლობა სახელგამის რედაქტორი; 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი. ავტორია წიგნებისა: "პატაკი ოქტომბერს", "გულიზარი"(პოემა), "გულის ხმა"(ლექსების კრებული), "ჩვენი ყვავილები", "თაგვი", "დაბადებულან გმირები"(ლექსების კრებული), "რჩეული"(ლექსების კრებული).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროლეტარულ მწერალთა სოციაცია, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • ჩვენი ყვავილები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარის სახელგამი, 1945. - 31გვ.
  • გულის ხმა : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარის სახელგამი, 1944. - 81გვ.
  • თაგვი : აჭარული ზღაპარი (ავტორი). - ბათუმი, აჭარის სახელმწიფო გამომცემლობა, 1939. - 31გვ.
  • პატაკი ოქტომბერს : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარის სახელგამი და სტ.-ლით., 1937. - 27გვ.

გააზიარე: