შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ილემი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1916 წელს რედაქტორობდა თავისივე ჟურნალ "აისს" (ჟურ. "აისი"); 1921 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის: "პოეზიის დღე", "ქართული მწერლობა", "მნათობი", "სალიტერატურო გაზეთი"; მისი პირველი ლექსი "მთის ყვავილი" დაიბეჭდა გაზეთ "ერში"; 1924 წელს გამოსცა პირველი ლექსთა კრებული "სარკოფაგები"; 1934-1935წწ. რამდენიმე მისი ლექსი ითარგმნა რუსულ ენაზე და დაიბეჭდა "მოლოდოი რაბოჩიში" და "ზარია ვოსტოკაში". წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.671-672; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |