The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1939  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ილემი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1916 წელს რედაქტორობდა თავისივე ჟურნალ "აისს" (ჟურ. "აისი"); 1921 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის: "პოეზიის დღე", "ქართული მწერლობა", "მნათობი", "სალიტერატურო გაზეთი"; მისი პირველი ლექსი "მთის ყვავილი" დაიბეჭდა გაზეთ "ერში"; 1924 წელს გამოსცა პირველი ლექსთა კრებული "სარკოფაგები"; 1934-1935წწ. რამდენიმე მისი ლექსი ითარგმნა რუსულ ენაზე და დაიბეჭდა "მოლოდოი რაბოჩიში" და "ზარია ვოსტოკაში".

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.671-672ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: