The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო პატარაია

ვასო პატარაია
ოფიციალური სახელი:ვასილ პატარაია
სხვა სახელი:დონ ბაზილის  (ფსევდონიმი)
ვასილ დებორნ  (ფსევდონიმი)
ტრა-დიცია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1895
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1969  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, თანამდებობის პირი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

1919-1921წწ. იყო თბილისში სტატისტიკური განყოფილების ინსტრუქტორი; 1921-1922წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1922-1925წწ. რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1925-1929წწ. ხელოვნების მუშაკთა კავშირის განყოფილების გამგე; 1929-1931წწ. ოპერისა და ბალეტის თეატრის უფროსი ადმინისტრატორი; 1931-1932წწ. ბათუმის თეატრის დირექტორი; 1932-1935წწ. ქართული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი; 1936-1939წწ. ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი; 1939-1940წწ. ქართული სახელმწიფო ესტრადის სამხატვრო ნაწილის გამგე; 1940-1944წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1944-1946წწ. ოპერისა და ბალეტის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1922 წელს თანამშრომლობდა  გაზეთ "ტრიბუნაში", სხვადასხვა ფსევდონიმებით ათავსებდა სატირულ წერილებსა და ლექსებს "ცისფერყანწელების" წინააღმდეგ; 1948 წელს დაწერა კომედია "უჩა უჩარდია", რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში; 1950 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრმა დადგა მისი პიესა "სანაპიროზე", რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ცალკე წიგნად ქართულ და რუსულ ენებზე; ავტორია პიესებისა: "თეთრკანიანები", "რუსთაველები", "მელიას კუდი", "ქალიშვილი ზღვის პირას", "ის მეძახის", "მთვარეული", "დავალების შესრულება"; დაწერილი აქვს საოპერო ლიბრეტო "ნაილი" (1951, 4 მოქმედებად).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.298; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.708-713

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1952-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: