The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო გაბრიაძე

რეზო გაბრიაძე
ოფიციალური სახელი:რევაზ გაბრიაძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 2021  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მწერალი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს; 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

1974-1980წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა"(1968), "არ იდარდო"(1968), "სერენადა"(1969),"ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი"(1969, კინონოველა "ფეოლა" გ. ჩარკვიანთან ერთად), "ქვევრი"(1970), "თეთრი ქარავანი"(1972), "შერეკილები"(1973), "სიყვარულო, ძალსა შენსა"(1975), "ხანძარი, სიყვარული და პომპიერო"(1976, გ. პატარაიასთან ერთად), "მიმინო"(1977, "მოსფილმი"), "დიუმა კავკასიაში(1979, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), "ქინ-ძაძა"(1986, მოსფილმი", გ. დანელიასთან ერთად) და სხვ. ავტორია მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების ციკლისა "გზა"(1974-1978). ამ ციკლში შევიდა ფილმები: "ნიძლავი", "სამი მანეთი", "პეპელა", "იღბალი" და სხვ. რეჟისორ ა. დარსაველიძესთან ერთად გადაიღო ფილმები: "კავკასიური რომანსი"(1975), "ლიმონის ტორტი"(1977) და "მწვერვალთა დამპყრობნი"(1977); გ. თოფურიასთან ერთად - "კოჯრის ტყის სიზმარები"(1978). იგი ავტორია აგრეთვე პიესებისა "ფეოლა" და "ხანუმა პარიზში"(1975). 1981 წელს მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა მარიონეტების თეატრი, რომლის სამხატვრო ნხელმძღვანელიც თვითონაა. აქ თავისი პიესების მიხედვით დადგა სპექტაკლები" "ალფრედი და ვიოლეტა", "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", "ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვ. 1994-1995წწ. რუსეთის ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; 90–იან წლებში მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი".  2010 წელს მისი პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული. 2012 წელს მოსკოვში თეატრ  "თეატრალური ხელოვნების სტუდიაში" სპექტაკლ "რამონას" პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა. მიღებული აქვს ადელაიდას მოკლემეტრაჟიანი და სატელევიზიო ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალის II ხარისხის პრემია და ვერსხლის პრიზი "სამხრეთ თანავარსკვლავედის ჯვარი"  ფილმისთვის "სერენადა" (1970); მარ-დელ-პლატის X საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი "კონდორი" ფილმისთვის "არ იდარდო" (1970); ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის III კინოფესტივალის დიპლომი, საუკეთესო სცენარისათვის ("არაჩვეულებრივი გამოფენა"); არის  საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი. 2018 წლის ივლისში გადაეცა ქ. თბილისის მერიის სიგელი - ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. თეატრისა და კინოს რეჟისორი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1977.-გვ.521-522; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 232; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.2017

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ილიას მედალი "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, კინოსა და თეატრალურ ხელოვნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1989 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: