Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეზო გაბრიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს; 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები. 1974-1980წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა"(1968), "არ იდარდო"(1968), "სერენადა"(1969),"ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი"(1969, კინონოველა "ფეოლა" გ. ჩარკვიანთან ერთად), "ქვევრი"(1970), "თეთრი ქარავანი"(1972), "შერეკილები"(1973), "სიყვარულო, ძალსა შენსა"(1975), "ხანძარი, სიყვარული და პომპიერო"(1976, გ. პატარაიასთან ერთად), "მიმინო"(1977, "მოსფილმი"), "დიუმა კავკასიაში(1979, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), "ქინ-ძაძა"(1986, მოსფილმი", გ. დანელიასთან ერთად) და სხვ. ავტორია მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების ციკლისა "გზა"(1974-1978). ამ ციკლში შევიდა ფილმები: "ნიძლავი", "სამი მანეთი", "პეპელა", "იღბალი" და სხვ. რეჟისორ ა. დარსაველიძესთან ერთად გადაიღო ფილმები: "კავკასიური რომანსი"(1975), "ლიმონის ტორტი"(1977) და "მწვერვალთა დამპყრობნი"(1977); გ. თოფურიასთან ერთად - "კოჯრის ტყის სიზმარები"(1978). იგი ავტორია აგრეთვე პიესებისა "ფეოლა" და "ხანუმა პარიზში"(1975). 1981 წელს მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა მარიონეტების თეატრი, რომლის სამხატვრო ნხელმძღვანელიც თვითონაა. აქ თავისი პიესების მიხედვით დადგა სპექტაკლები" "ალფრედი და ვიოლეტა", "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", "ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვ. 1994-1995წწ. რუსეთის ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; 90–იან წლებში მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი". 2010 წელს მისი პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული. 2012 წელს მოსკოვში თეატრ "თეატრალური ხელოვნების სტუდიაში" სპექტაკლ "რამონას" პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა. მიღებული აქვს ადელაიდას მოკლემეტრაჟიანი და სატელევიზიო ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალის II ხარისხის პრემია და ვერსხლის პრიზი "სამხრეთ თანავარსკვლავედის ჯვარი" ფილმისთვის "სერენადა" (1970); მარ-დელ-პლატის X საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი "კონდორი" ფილმისთვის "არ იდარდო" (1970); ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის III კინოფესტივალის დიპლომი, საუკეთესო სცენარისათვის ("არაჩვეულებრივი გამოფენა"); არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი. 2018 წლის ივლისში გადაეცა ქ. თბილისის მერიის სიგელი - ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. თეატრისა და კინოს რეჟისორი. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1977.-გვ.521-522; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 232; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.2017 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |