შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხარიტონ ვარდოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხელმისხიდი, ოზურგეთის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1912-1915წწ. იყო გორში წიგნის მაღაზიის გამყიდველი; 1915-1916წწ. გაზეთ "თანამედროვე აზრის" კორექტორი; 1916-1917წწ. გაზეთ "სამშობლოს" ქრონიკიორი; 1919 წელს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორექტორი; 1922 წელს გაზეთ "მუშას" და "ნიანგის" კორექტორი; 1924 წელს გამომცემლობა სახელგამის სტილისტი; 1939 წლიდან ჟურნალ "მნათობის" პოეზიის განყოფილების გამგე; 1914 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; 1924 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული "ლექსები"; ამ ხნიდან მოყოლებული სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ ჟურნალ–გაზეთებში; ავტორია წიგნებისა: "ლექსები" (1942), "სიკეთე" (1964), "ლექსების კრებული რუსულ ენაზე" (1945); ასევე თარგმნა სხვადასხვა პოეტების ლექსები, მათ შორის: პუშკინის, მიცკევიჩის, ტიხონოვის, შილერის, გოეთეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.300; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.146 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |