The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხარიტონ ვარდოშვილი

ხარიტონ ვარდოშვილი
ოფიციალური სახელი:ხარიტონ ნიკოლაიშვილი
სხვა სახელი:მგზავრი  (ფსევდონიმი)
ხარიტონ ვარდოშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1970  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხელმისხიდი, ოზურგეთის რაიონი. 

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1912-1915წწ. იყო გორში წიგნის მაღაზიის გამყიდველი; 1915-1916წწ. გაზეთ "თანამედროვე აზრის" კორექტორი; 1916-1917წწ. გაზეთ "სამშობლოს" ქრონიკიორი; 1919 წელს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორექტორი; 1922 წელს გაზეთ "მუშას" და "ნიანგის" კორექტორი; 1924 წელს გამომცემლობა სახელგამის სტილისტი; 1939 წლიდან ჟურნალ "მნათობის" პოეზიის განყოფილების გამგე; 1914 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; 1924 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული "ლექსები"; ამ ხნიდან მოყოლებული სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ ჟურნალ–გაზეთებში; ავტორია წიგნებისა: "ლექსები" (1942), "სიკეთე" (1964), "ლექსების კრებული რუსულ ენაზე" (1945); ასევე თარგმნა სხვადასხვა პოეტების ლექსები, მათ შორის: პუშკინის, მიცკევიჩის, ტიხონოვის, შილერის, გოეთეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.300; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიურ მწერალთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • მგზავრის ღამეული სიმღერა : ერთი შედევრის სამოცდაათი ქართ. თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 82გვ.. - ISBN: 978-9941-430-91-6
  • სიკეთე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1964. - 43გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 76გვ.
  • ლექსები 1918-23 (ავტორი). - ტფილისი, გამ. ალ. არაბიძისა, (ს.მ.უ.ს. პოლიგრ. განყ. მე-3 სტ.), 1924. - 154გვ.

გააზიარე: