შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილო მოსაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, დუშეთის რაიონი. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიურ ინსტიტუტში 1914-1917წწ; დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1926-1932წწ. იყო ჟურნალ "შოლტის" პასუხისმგებელი მდივანი და გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1937-1940წწ. საქართველოს ლიტერატურული ფონდის დირექტორი; 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "სინათლეში"; აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პიესებს; მის რამდენიმე ლექსზე დაწერილია სიმღერა; არის ფილმების სცენარის ავტორი: "ის კიდევ დაბრუნდება"(1943), "სადარაჯო ჯიხური"(1941), "ქალიშვილი გაღმიდან"(1940), "ორი მეგობარი"(1937), "მდინარის გაღმა"(1935), "არშაულა"(1935); პიესების – "სადგურის უფროსი", "ჩაძირული ქვები", "მისი ვარსკვლავი"; ასევე წერდა ნაწარმოებებს ბავშვებისთვის; მან თარგმნა შევჩენკოს, ფრანკოს, მაიაკოვსკისა და ესენინის ნაწარმოებები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |