The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ცეცხლაძე

გრიგოლ ცეცხლაძე
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1894
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1976  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩანჩეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1915-1917წწ. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი; 1918-1920წწ. გაზეთ "მეგობრის", ხოლო 1920-1921წწ. გაზეთ "სახალხო გაზეთის" რეპორტიორი; 1921-1923წწ. გაზეთ "წითელარმიელის" ლიტმუშაკი; 1924-1927წწ. ჟურნალ "ხელოვნების" რედაქციის მდივანი; 1927-1929წწ. გამომცემლობა "ქართული წიგნის" მდივანი; 1939-1941წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი; 1942-1947წწ. ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1948-1949წწ. საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე; 1930-1938წწ. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას; 1917 წლიდან დაიწყო ლექსების ბეჭდვა; გამოსცა შემდეგი წიგნები: "პოეტის ყეფა", "ფერად–ფერადი ლექსები", "საკუთარი ხმა", "ოთხი მაუზერი"; ასევე თარგმნა – ესენინის "ანნა ონეგინა", მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის "ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.205; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1935-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • ახალი ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1949. - 120გვ.
  • საკუთარი ხმა : ლექსები და პოემები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სტ., 1935. - 124გვ.
  • ოთხი მაუზერი : პოემა (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ., 1931. - 63გვ.
  • პოეტის ყეფა (ავტორი) // წ. 1. - ტფილისი, სამხედრო კომისარიატის სტ., 1924. - 32გვ.

გააზიარე: