შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ გვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ციხია, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა სამკლასიანი სასწავლებელი და უსახსრობის გამო დაიწყო მუშაობა შეგირდად. პარალელურად სწავლობდა საღამოს სკოლაში. ბეჯითი ახალგაზრდა დაეწაფა წიგნებს და ამავე პერიოდში გადადგა პირველი მორიდებული ნაბიჯები ლიტერატურაში. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი "მთვარის ზღაპარი". ამ პერიოდში იგი უახლოვდება "ცისფერყანწელებს", რაც აისახა კიდეც მის იმდროინდელ კრებულებში; 1921 წლიდან მუშაობდა გაზეთ "კომუნისტში" კორექტორად, შემდეგ რეპორტიორად, ხოლო 1924 წლიდან დანიშნეს ამავე გაზეთის ღამის რედაქტორად; 1930 წელს რედაქტორობდა ჟურნალ "დროშას"; 1935 წელს იყო მწერალთა კავშირის გამომცემლობის "საბჭოთა მწერალის" დირექტორის მოადგილე, ხოლო 1937 წლიდან დირექტორი; 1913 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. ავტორია წიგნებისა: "მთვარის ზღაპარი" (1916), "თეთრი წიგნი" (1917), "დაბინდული ქარვები" (1919), "ღამეები" (1924), "თეო" (1927-1928), "ჭიაკოკონობა" (1931). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.104; მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.779; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.88 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |