The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკინთე ლისაშვილი

იაკინთე ლისაშვილი
ოფიციალური სახელი:იაკინთე ხომერიკი
სხვა სახელი:იაკინთე ლისაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1972  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ზედაბანი.

1913-1914წწ. იყო თავართქილაძის სტამბის, ხოლო 1917-1921წწ. სამხედრო სამინისტროს ასოთამწყობი; 1921-1922წწ. ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი; 1926-1928წწ. საქართველოს სახკომსაბჭოს ინსტრუქტორი; 1928-1931წწ. ცეკავშირის გაზეთ "კოოპერაციის" რედაქტორი; 1931-1936წწ. გამომცემლობა "ფედერაციის" დირექტორი; 1936-1939წწ. საქლიტფონდის დირექტორი; 1939 წლიდან  საავტორო უფლებათა დაცვის სამმართველოს დირექტორი; 1919 წელს გამოაქვეყნა პირველი პიესა "უნაყოფო ნუგეში" ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში". ავტორია რომანების, პიესების, ლექსებისა და პოემების, მათ შორის: "მანქანების ჭრაღები"(1923, ლექსები), "ზვირთების ქარავანი"(1926, პოემა), "ვარდნილი"(1933, რომანი), "კეცხოველი"(1941, რომანი).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.237

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • სკკპ, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: