The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ქუთათელი

ალექსანდრე ქუთათელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ქუთათელაძე
სხვა სახელი:ქუთათელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1982  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1916-1918წწ.; თბილისი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე 1918 წლიდან.

1922-1924წწ. იყო ქართული დივიზიის პირველი პოლკის კლუბის გამგის მოადგილე; 1924-1926წწ. თბილისის მე–8 სკოლის, ხოლო 1928-1930წწ. მე–7 შრომის სკოლის პედაგოგი; 1930-1934წწ. ცენტრალური პარტიული სკოლის ლექტორი; 1936-1940წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქციის, 1952 წლიდან კი საქართველოს მწერალთა კავშირის სექციის პროზის განყოფილების გამგე; ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი რომანები, ნოველები და ლექსები; მისი რომანი "პირისპირ", აგრეთვე ზოგიერთი მოთხრობა და ლექსი თარგმნილია რუსულ, ბელორუსულ, ჩეხურ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე. ავტორია ნაწარმოებებისა: "ხირსეს გველი"(პიესა), "შუაღამე გადავიდა"(პიესა), "მუზაეა", "გლოვა", "პარტიზანები", "გაიანე".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.349; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/205168

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • პირისპირ (ავტორი) // წ. 3-4. - თბილისი, 1989. - 515გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, ცეკავშირის სტ., 1937. - 160გვ.

გააზიარე: