The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიო აბრამია

პოლიო აბრამია
სხვა სახელი:გაიდე  (ფსევდონიმი)
ლაზი  (ფსევდონიმი)
მეგრელი  (ფსევდონიმი)
პ. კოლხი  (ფსევდონიმი)
პ. ოდიშელი  (ფსევდონიმი)
პ.ა.  (ფსევდონიმი)
ქახსინ  (ფსევდონიმი)
ხორბელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1975  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1923-1932წწ. იყო ჟურნალ "რემედასის" რედაქტორის მოადგილე; 1932-1933წწ. გაზეთ "კინომუშაკის" რედაქციის მდივანი; 1934 წელს ჟურნალ "ავტოდორის" მდივანი; 1934-1936წწ. გაზეთ "მუშას" კორესპონდენტი; 1938 წელს რადიოკომიტეტის გადაცემების მთავარი რედაქტორი; 1942 წელს გაზეთების "სამხრეთის ფრონტის" და "სამშობლოს ღირსებისათვის" რედაქტორი; 1945-1947წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში განყოფილების გამგე; 1947-1949წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის მთარგმნელი; 1918 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი პ. ოდიშელის ფსევდონიმით ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში"; სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს უამრავი პიესები, მოთხრობები, რომანები და ლექსები.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.54; მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.803; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.7 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • მელია და ცხვარი : იგავი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1949. - 16გვ.
  • თემურ თარბა : ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 112გვ.
  • მელია : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1945. - 125გვ.
  • დევნილები : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, ზარია ვოსტოკას სტამბა, 1925. - 30გვ.

გააზიარე: