The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მანჯავიძე

ნინო მანჯავიძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2021  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1964 წელს.

1965–1967წწ. იყო თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1967–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1982წწ. კათედრის ასისტენტი; 1982–1989წწ. დოცენტი; 1989–1994წწ. პროფესორი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 148 სამეცნიერო ნაშრომი პედიატრიის აქტუალურ საკითხებზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პლაცენტის ონკოლოგიური, ჰისტოქიმიური და ზოგიერთი კლინიკურ გამოკვლევათა საკითხისათვის დედასა და ბავშვს შორის ABO ჯგუფური შეთავსების მიხედვით", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მემკვიდრეობითი მიდრეკილების როლი და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მდგომარეობა ალერგიის ფორმირებაში ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.185; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ალერგოლოგთა აკადემია, წევრი
  • ევროპის კლინიკურ იმუნოლოგთა აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • პედიატრთა საერთაშორისო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • პედიატრია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწავლებლის სტუდენტებისათვის : 2 ტომად (თანაავტორი) // ტ. 1. - თბილისი, შპს "თობალისი", 2010. - 528 გვ.. - ISBN: 978-9941-423-09-3

გააზიარე: