შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედისინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1982–1984წწ. იყო ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი; ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმი; 1983–1987წწ. ლენინის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე; 1987–1991წწ. N1 საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე, ქუთაისის მთავარი ბავშვთა ინფექციონისტი; 1992–1995წწ. სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი; 1995–1998წწ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის "ქუთაისი" რექტორი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის პრორექტორი და თბილისის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიეერ–თანამშრომელი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის რომელებიც ეხება ღვიძლის ულტრასტრუქტურის შესწავლას სხვადასხვა პათოლოგიის დროს. გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტრაციის თემა - "ღვიძლის ულტრასტრუქტურული ცვლილებები ექსპერიმენტული პერიტონიტის დროს, T აქტივინით მკურნალობის პროცესში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |