The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა მაჭავარიანი

ბიძინა მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1942
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 2021  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1989წწ. იყო საგარეჯოს რაიპოლიკლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1969–1970წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს N2 პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1970–1973წწ. მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ალერგოლოგიური ლაბორატორიის ასპირანტი; 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ალერგიული დაავადების გავრცელება მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ზოგიერთ საფეიქრო მრეწველობის დაწესებულების მუშებსა და მოსამსახურეთა შორის", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.192

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ბრონქული ასთმა : უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 320გვ. . - ISBN: 978-9941-0-1804-6
  • ბრონქული ასთმა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1990. - 13გვ.

გააზიარე: