The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია მაჭავარიანი

ლია მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1965წწ. იყო გაგრის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1965–1978წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიური და ინფარქტის განყოფილებების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის N1 კათედრის ასისტენტი; 1992 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარკუჭების კუმშვადობის ფაზების და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ცვლილებები გულის კუნთის მწვავე ინფარქტის დროს".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.192

ბიბლიოგრაფია

  • დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში : სიმპტომიდან დიაგნოზამდე-სინდრომული ძიება, გამოკვლევის პროგრამები, შინაგანი სნეულებების პათოგნომური სიმპტომოკომპლექსები : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ., რეზიდენტებისა და ექიმებისთვის (თანაავტორი). - თბილისი, ცოდნა, 2009. - 752გვ.. - ISBN: 978-9941-0-1641-7

გააზიარე: