შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მახათაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1940 წელს იყო სოფელ ცხუნკურის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1940–1948წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1948–1949წწ. მუშაობდა ტყიბულის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; 1949–1951წწ. ვანის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; 1956 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო რადიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 146 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, რამდენიმე რაციონალიზატური წინადადების, მათ შორის აღსანიშნავია გამოგონება: "ძვლის ტვინის საკონსერვაციო აპარატი", რომელიც მსოფლიოში აღიარებულ იქნა, როგორც უნიკალური და დაპატენტდა აშშ–ში 1972 წელს. წლის საუკეთესო გამოგონებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემიით (1984). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და პერიფერიული სისხლის ცვლილება ნაღვლის ბუშტის მექანიკური გაღიზიანების დროს", დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისეტაციის თემა - "ანტიციტოლიზური ნივთიერებების შემცვლელი ჰემოკონსერვატი სისხლის გადასხმის მიზნობრივი სამკურნალო გამოყენებისათვის", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |