შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიული მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს. 1966–1967წწ. იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი–პედიატრი; 1967–1969წწ. თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოს ექიმი პედიატრი; 1969–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1971–1997წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის. არის ბავშვთა აღზრდის ეროვნული პროგრამის პედიატრიული ნაწილის პასუხისმგებელი შემსრულებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის სისტემის მონოფუნქციონალურ მაჩვენებელთა მნიშვნელობა გლომერულონეფრიტის დროს ბავშვებში", დაიცვა 1980 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.197 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |