The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან მეიფარიანი

ამირან მეიფარიანი
Date of birth:27 March, 1925
Date of death:February, 2014  (at 88 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1950წწ. იყო რუსთავის ჯანმრთელობის განყოფილების ექიმი–ინსპექტორი; 1951–1953წწ. ბათუმის სამხედრო 11321 ნაწილის უფროსი; 1953–1957წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1957–1962წწ. ამავე ინსტიტუტის ბაქტერიოფაგის განყოფილების გამგე; 1962–1976წწ. ბაქტერიოფაგის სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1976–1988წწ. წარმოების დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988–1990წწ. გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1990 წლიდან ბაქტერიოფაგის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 124 სამეცნიერო ნაშრომის და 4 გამოგონების, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალი ტიტრის ბაქტერიოფაგების ექსპერიმენტალური მიღება და დიზენტერიული კონცენტრირებული ფაგოლიზატების იმუნოგენობის შესწავლა", დაიცვა 1963 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიზენტერიის და მუცლის ტიფის მშრალი ბაქტერიოფაგების წარმოებისა და გამოყენების თანამედროვე პრინციპები", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.198; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.210

Member of Organizations

  • მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი–აკადემიკოსი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა კავშირის ასოციაცია, დამფუძნებელი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: