The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ მესხიშვილი

როლანდ მესხიშვილი
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის სამხედრო აკადემიის სამედიცინო  ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1957წწ. იყო სამხედრო ექიმი; 1957–1964წწ. თბილისის N1 მედიკო–სანიტარული ნაწილის ექიმი; 1964–1970წწ. თბილისის N8 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1970–1988წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ანგიოლოგიის, მუცლის ღრუს ქირურგიას. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კიდურების არტერიების მაობლიტერებელ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1985 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1955 - მედალი "ყამირი მიწების ათვისებისათვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: