The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველი
Date of birth:15 February, 1966  (58 years)
Category:Diplomat, Medical Doctor, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა, აკადემიური დოქტორი მედიცინაში (PHD) 1993 წელს; იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრი (იორკი, დიდი ბრიტანეთი), დიპლომი ჯანდაცვის ეკონომიკაში 1998 წელს; ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა (ატლანტა, ჯორჯია, აშშ), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი (MPH) 2006 წელს. სტაჟირებები: ჯონ სმიტის სტიპენდიატი (დიდი ბრიტანეთი); ედმუნდ ე. მასკის სტიპენდიატი (აშშ); საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი.

1989–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1993-1994წწ. ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 1994-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, წამყვანი სპეციალისტი; 1994-1997წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგე; 1996 წელს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; ამავე წელს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, მიწვეული პროფესორი; 1996-1997წწ. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი, მიწვეული პროფესორი; საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი (1997); 1998-1999 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იაპონიის ტექ. დახმარების პროექტის კოორდინატორი; 1998-2006წწ. ანატომიის კათედრის დოცენტი; 2001-2002წწ. OXFAM -ის პროექტის მენეჯერი; 2002-2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, თბილისის საკრებულოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამნეტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით;  2008-2011წწ. რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2011-2012წწ. კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში; 2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის. გავლილი აქვს საერთაშორისო სამეცნიერო პედაგოგიური სტაჟირება აშშ–ში, ინგლისში, იაპონიაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2014-2015წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ფინანსური დირექტორი; 2015 წლიდან USAID-ის მიერ დაფინანსებული წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტი აჭარაში, საქართველოს სამედიცინო ჯგუფი, პროექტის დირექტორი; 2018 წლიდან ბაუ-ს საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი), მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორი, Erasmus+"SPRING" პროექტის დირექტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

დისერტაციის თემა - "ჰელიუმ–ნეონის ლაზერის სხივის ზემოქმედება გულის კუნთზე და მაგისტრალურ არტერიებზე", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ. -2015. -გვ.254;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.117

Member of Organizations

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, გენერალური მდივანი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია, პრეზიდენტი (2001-2004)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს საზ. ჯანდაცვის კომისია, წევრი (1998-2001)

Bibliography


Share: