The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა მთვარელიძე

ზაზა მთვარელიძე
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. იყო თბილისის ბავშვთა N6 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1988–1990წწ. მცხეთის რაისაავადმყოფოს ნატახტარის სამედიცინო ამბულატორიის პედიატრი; 1990–1991წწ. მცხეთის ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრ–ალერგოლოგი; 1991 წლიდან პედიატრიის ინსტიტუტის ჰემატოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ჰემატოლოგიურ პრობლემებს. პედიატრ-ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკროელემენტების და სატრანსპორტო ცილების როლი დღენაკლულთა ანემიის განვითარებაში და მისი მკურნალობის კორექცია", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: