შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს. 1990–1991წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1991–1994წწ. ამავე ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1992–1996წწ. ჯანდაცვის სამინისტროს N2 საავადმყოფო–პოლიკლინიკის ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1996 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სსამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერულ–ტომოგრაფიული განყოფილების ექიმი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ნევროლოგიის, ნეიროფსიქოლოგიურ და ნეირორადიოლოგიის პრობლემებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიქსირებული განწყობის ფაზური დინამიკის თავისებურებანი იშემიური ინსულტის შემთხვევებში, ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის ასპექტში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |