The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მიმინოშვილი

დავით მიმინოშვილი
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.

1990–1991წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1991–1994წწ. ამავე ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1992–1996წწ. ჯანდაცვის სამინისტროს N2 საავადმყოფო–პოლიკლინიკის ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1996 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სსამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერულ–ტომოგრაფიული განყოფილების ექიმი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ნევროლოგიის, ნეიროფსიქოლოგიურ და ნეირორადიოლოგიის პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიქსირებული განწყობის ფაზური დინამიკის თავისებურებანი იშემიური ინსულტის შემთხვევებში, ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის ასპექტში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: