The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იგორ მიქაძე

იგორ მიქაძე
Date of birth:27 March, 1956  (69 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორლოვკა (უკრაინა).

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1986წწ. - რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის საავადმყოფო, სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი; 1986 წლიდან - ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990-1997წწ. - N367 სამხედრო ჰოსპიტლის სისხლძარღვთან ქირურგიის განყოფილება; 1991 წლიდან - ქირურგიის ინსტიტუტი, სისხლძარღვთა გადანერგვის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან - საქართველოს რკინიგზის გზები, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ფლებოლოგიის განყოფილების გამგე; 1998-2002წწ. - ზაზა ფანასკერტელის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის ლექტორი; 2002 წლიდან - საქართველოს რკინიგზის გზების ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ვიცე-დირექტორი; არის აშშ-ის ანგიოლოგთა კოლეჯის გამარჯვებული და სერთიფიკატის მფლობელი (1997). ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ენდოთელიზირებულ სისხლძარღვთა ბიოლოგიურ ტრანსპლანტატებზე არტერიების პლასტიკისათვის", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "უჯრედებისა და ქსოვილების ბიოტექნოლოგიის მეთოდები სისხლძარღვთა ქირურგიაში და სისხლძარღვთა შემცვლელების მიხორცების ახალი კონცეფცია", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.353; vidal.ge

Member of Organizations

  • საერთაშორისო საზოგადოება "ათეროსკლეროზი", წევრი

Bibliography


Share: