The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მოსიძე

ვახტანგ მოსიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1999  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისის.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1965 წელს იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1991 წლიდან ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 170 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციურ ასიმეტრიას. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირობითი რეფლექსები კორძიანი სხეულის გადაკვეთის შემდეგ".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ჰემისფეროთა წყვილადი და განცაკევებული მუშაობის შესახებ", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.208

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • საქართველოს სამედიცინო და მედიკო ბიოლოგიური აკადემიები, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი, ქართული ფიზიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1976 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: