The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური მუჩაიძე

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2011  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს.

1960–1963წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ჯავის რაიონის რაი–პედიატრი; 1964–1967წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მივლინებული იყო მიზნობრივ ასპირანტურაში მოსკოვში; 1967–1979წწ. მუშაობდა პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილების უფროს მეცნიერ –თანამშრომლად; 1979 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ნეონატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრ - ნეონატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმორეგულაციის თავისებურებანი პირველი თვის დღენაკლულ ბავშვები", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის თავისებურებანი პირველი თვეების დღენაკლულ ბავშვებში ქალასშიდა ტრავმის დროს", დაიცვა 1979 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.209; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნეონატალოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • პედიატრთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • პედიატრთა საზოგადოების გამგეობისა და ნაციონალური ცენტრის საექსპერტო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: