| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური მუჩაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს. 1960–1963წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ჯავის რაიონის რაი–პედიატრი; 1964–1967წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მივლინებული იყო მიზნობრივ ასპირანტურაში მოსკოვში; 1967–1979წწ. მუშაობდა პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილების უფროს მეცნიერ –თანამშრომლად; 1979 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ნეონატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრ - ნეონატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმორეგულაციის თავისებურებანი პირველი თვის დღენაკლულ ბავშვები", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის თავისებურებანი პირველი თვეების დღენაკლულ ბავშვებში ქალასშიდა ტრავმის დროს", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.209; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.234 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

