The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია მუხაშავრია

გია მუხაშავრია
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრაზე; 1987–1990წწ. თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში; 1990 წლიდან პროქტოლოგიური ცენტრის თანამშრომელი; ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. არის ქირურგი–პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: