Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944–1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1948–1952წწ. ასისტენტი; 1952–1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1960–1991წწ. განყოფილების და ლაბორატორიის გამგე; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბაზაზე მომუშავე მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; ხელმძღვანელობს უნიკალურ დიაგნოზურ გამოკვლევებს სისხლის რეოლოგიის დარგში. ავტორია 330 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიკროცირკულაციის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და შეშუპების პათოფიზიოლოგიას. არის სახელმწიფო (სსრკ) ექსპერტიზის მიერ აპრობირებული ორი სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქსოვილოვანი სითხის მოძრაობის გზები ზურგის ტვინის ნერვებში", დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კაპილარული სისხლის მიმოქცევის ექსპერიმენტული გამოკვლევები", დაიცვა 1957 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212: წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |