The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მჭედლიშვილი

გიორგი მჭედლიშვილი
Date of birth:16 June, 1921
Date of death:2014  (at 92 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944–1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1948–1952წწ. ასისტენტი; 1952–1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1960–1991წწ. განყოფილების და ლაბორატორიის გამგე; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბაზაზე მომუშავე მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; ხელმძღვანელობს უნიკალურ დიაგნოზურ გამოკვლევებს სისხლის რეოლოგიის დარგში. ავტორია 330 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიკროცირკულაციის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და შეშუპების პათოფიზიოლოგიას. არის სახელმწიფო (სსრკ) ექსპერტიზის მიერ აპრობირებული ორი სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქსოვილოვანი სითხის მოძრაობის გზები ზურგის ტვინის ნერვებში", დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კაპილარული სისხლის მიმოქცევის ექსპერიმენტული გამოკვლევები", დაიცვა 1957 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212: წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84

Member of Organizations

  • ევროპის სამეცნიერო საზოგადოება მიკროცირკულაციისა და კლინიკური ჰემორეოლოგიის დარგში, წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მიკროცირკულაციისა და კლინიკური ჰემორეოლოგიის დარგში, წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: