შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხეჩინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი სამკურნალო საქმის სპეციალობით 1975 წელს. 1975-1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, 1978-1979წწ. ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1979-1992წწ. ალერგოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1992-2000წწ. ალერგოლოგიის კათედრის პროფესორი; 1995-2000წწ. ფთიზიატრიის დ პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2001-2005წწ. დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის გამგე; 2005-2012წწ. საერთაშორისო ორგანიზაციების ჯანდაცვითი პროგრამებისა და პროექტების მოკლევადიანი ექსპერტი და კონსულტანტი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომისა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1979), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1990), ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.408 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |