The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი მჭედლიშვილი

ირაკლი მჭედლიშვილი
Date of birth:12 February, 1953  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1978წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1978–1989წწ. - ასისტენტი; 1989–1994წწ. - დოცენტი; 1994 წლიდან - ამავე კათედრის გამგე; 1987–1994წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პარალელურად - 1992 წლიდან საერო სამედიცინო ინსტიტუტი "ესკულაპი", პრორექტორი; 1995 წლიდან - ამავე ინსტიტუტის რექტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის საკითხებს. ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "A ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "A და B ჰეპატიტების გავრცელება საქართველოში", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.354

Member of Organizations

  • პროფილაქტიკური მედიცინის ასოციაციის გამგეობა, წევრი

Bibliography


Share: