The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ხეცურიანი

რამაზ ხეცურიანი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1978 წელს ამავე კათედრის ასისტენტი, 1985 წელს დოცენტი, 1990 წელს პროფესორი; 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, ხოლო 1992 წელს რექტორი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომისა, ანტროპოლოგიისა და მონოგრაფიისა; გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო კოლეჯის სტუდენტებისათვის – "ადამიანის ნორმალური ანატომია" (1993); მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო და ოთხი სადოქტორო დისერტაცია. მიღებული აქვს მილენიუმისა და ალბერტ შვეიცერის ოქროს მედალი, ოქსფორდის საერთაშორისო ღირსების ორდენი, საუკეთესო პიროვნების წოდება (1998).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართველ ახალშობილთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების დინამიკა აქსელერაციის და სხვა ფაქტორთა მოქმედების თვალსაზრისით"; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პლაცენტის მორფო–ფუნქციური თავისებურებები ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე და წინა სამშობიარო პერიოდში".

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.94; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.354

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუნესკოს აკადემია, წევრი
  • მოსკოვის უმაღლესი სკოლის აკადემია, წევრი
  • მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოება, თანადირექტორი
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, წევრი
  • პოლონეთის სახელმწიფო აკადემია, წევრი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვისთვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოსათვის - ''ადამიანის ანატომია ფიზიოლოგიით და პათოლოგიით'' (გამოცემულია თბილისში 1994 წელს).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: