The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ხოჭავა

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2012  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: . ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 

1948-1949წწ. იყო . გლუბოკოეს რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი, თერაპევტი, პედიატრი; 1949-1951წწ. ოჩამჩირის ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი; 1951-1954წწ. მოსკოვის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის ინფექციური კათედრის ასპირანტი; 1957-1962წწ. მინაკის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე; 1954-1957წწ. ქ. გრონდოს სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციის კათედრის ასისტენტი; 1962-1979წწ. ჩიტის სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია – "Неспецифические реакции организма при вирусном гепатите"(1975, Минск); სახელმძღვანელო – "ბავშვთა ინფექტოლოგია"; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "К анализу сущности химиотерапии брюшного тифа", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "Неспецифическая реактивность организма при вирусных гепатитах".

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.366; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბელორუსიის ინფექციონისტთა გამგეობა, წევრი
  • ევროპის იმუნოლოგთა საქართველოს რეგიონის გამგეობა, წევრი
  • სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ინფექციონისტთა გამგეობა
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი
  • სსრკ ინფექციონისტთა გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა დანაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: