The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ხოჭავა

მანანა ხოჭავა
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქალაქი ჩიტა, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "B2 მიკროგლობულინის და ქოლილგლიცინის კლინიკური მნიშველობა ვირუსული ჰეპატიტების დროს", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადრეული ასაკის ბავშვებში ინფექციური დაავადებების დროს განვითარებული კრიტიკული მდგომარეობების ეტიოლოგია, კლინიკა, მკურნალობა და პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტი", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.393; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: