შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ნებიერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს; მოსკოვის საერთაშორისო სუ–ჯოკ აკადემია 1989 წელს. 1967–1970წწ. იყო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. ჩაჩავას სახელობის მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–პათომორფოლოგი; 1972–1986წწ. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენეტიკური ფუნქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1984–1988წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტი; 1987–1995წწ. სამკურნალო ფირმა "ქორწინება და ჯანმრთელობა" –ს დირექტორი. 1998 წლიდან სუ–ჯოკ თერაპიის ცენტრის დირექტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "К патогенезу поражения серповидного отростка у новорожденных детей", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |