The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ნებიერიძე

დაბადების თარიღი:26 მაისი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს; მოსკოვის საერთაშორისო სუ–ჯოკ აკადემია 1989 წელს.

1967–1970წწ. იყო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. ჩაჩავას სახელობის მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–პათომორფოლოგი; 1972–1986წწ. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენეტიკური ფუნქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1984–1988წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტი; 1987–1995წწ. სამკურნალო ფირმა "ქორწინება და ჯანმრთელობა" –ს დირექტორი. 1998 წლიდან სუ–ჯოკ თერაპიის ცენტრის დირექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "К патогенезу поражения серповидного отростка у новорожденных детей", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარატეს ფედერაცია, წევრი
  • სუ–ჯოკ აკუპუნქტურისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: