The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ნემსაძე

ომარ ნემსაძე
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2001  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1961 წელს.

1963–1966წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1967–1985წწ. ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, პროფესორი; 1986 წლიდან კათედრის გამგე; 1995 წლიდან თბილისის N4 საავადმყოფოს ყბა–სახის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის რექტორი და 1998 წლიდან გაზეთ "ეშვის" მთავარი რედაქტორი. ავტორია 300–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, აქვს 22 საავტორო მოწმობა გამოგონებასა და პატენტზე; არის 11 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ყბა-სახის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ფტორის გავლენა მინერალურ ცვლაზე და მისი მნიშვნელობა კარიესისა და პაროდონტოზის ეტიოპათოგენეზსა და მკურნალობაში", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეპარაციული ოსტეოგენეზის სტიმულატორების როლი ყბების ოსტეომიელიტისა და ტრავმის კომპლექსურ მკურნალობაში",  დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.222; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.257

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკობიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • უკრაინის ყბა–სახის და პლასტიკის ქირურგთა ასოციაცია, საპატიო წევრი
  • შავი ზღვის ქვეყნების ყბა–სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა ექიმ -სპეციალისტთა აღზრდასა და დახელოვნებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: