შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ჯიქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. იყო ბორჯომის რაისაავადმყოფოს ექიმი; 1975-1979წწ. თბილისის მე–5 პოლიკლინიკის ქირურგი; 1979-1982წწ. I-ლი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1982-1984წწ. მიკროქირურგიის განყოფილების ექიმი; 1984-1992წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1992-1998წწ. მე–5 საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების რეკპლასტიკური მიკროქირურგიის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან შ.პ.ს. "CARAPS MEDILINE"–ის დირექტორის მოადგილე; მუშაობს კლინიკა გიდმედში ქირურგად; ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომისა. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "წინამხრის და მტევნის შერწყმული ტრავმის გადაუდებელი მიკროქირურგია". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.378 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |