The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჯიქიძე

ჯემალ ჯიქიძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1973წწ. იყო ბორჯომის რაისაავადმყოფოს ექიმი; 1975-1979წწ. თბილისის მე–5 პოლიკლინიკის ქირურგი; 1979-1982წწ. I-ლი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1982-1984წწ. მიკროქირურგიის განყოფილების ექიმი; 1984-1992წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1992-1998წწ. მე–5 საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების რეკპლასტიკური მიკროქირურგიის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან შ.პ.ს. "CARAPS MEDILINE"–ის დირექტორის მოადგილე; მუშაობს კლინიკა გიდმედში ქირურგად; ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "წინამხრის და მტევნის შერწყმული ტრავმის გადაუდებელი მიკროქირურგია".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.378

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: