შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1981-1984წწ. იყო თბილისის I-ლი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1984-1991წწ. პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე; 1991-1993წწ. თბილისის მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მთავარი ექიმი; 1993 წლიდან კლინიკური პათოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორი; ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმელის მორფოლოგიური ცვლილებები პოსტრეანიმაციულ პერიოდში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.379 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |