The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მირზაშვილი

თენგიზ მირზაშვილი
სხვა სახელი:ჩუბჩიკა
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 2008  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს.

1961 წლიდან მუშობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე პედაგოგად; 1972-2004წწ. ბავშვთა სურათების გალერეაში; მხატვრის პატარა ზომის ჟანრული სურათები კარგად გადმოსცემს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ კავშირს. ნამუშევრები: "მწყემსები" (1966), "ქალის პორტრეტი" (1966), "სოფლის დღესასწაული" (1964), სერია "თუშეთი" (1957-1967) და სხვ., ავტორია 150-მდე წიგნის ილუსტრაციის, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა და ზღაპრების კრებულის; მისი მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა "გალაკტიონოლოგიის" ორი წიგნი; არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთრომ..." (1998) – რედაქტორი, წიგნის "შენდობით მომიხსენიეთ" – რედაქტორი და მხატვარი; მისი სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში (1985, 1989), კანადაში (1987), ავსტრიაში (1988), საფრანგეთში (1997-1998); მხატვრის ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), სახელმწიფო გალერეაში (მოსკოვი), უზბეკეთის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვრის რევაზ მირზაშვილისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებულო მოღვაწის სოფიო მირზაშვილი-ლემბერგის შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.11; თენგიზ მირზაშვილი : ბიობიბლიოგრაფია / საქ. პარლამენტის ეროვნ. ბიბ-კა. - თბ., 2010 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, ერთ–ერთი დამაარსებელი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • 100 ლექსი (წინასიტყ. ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 122გვ.. - ISBN: 978-9941-430-78-7
  • დაწყევლილი თაობა : სამანი... (ილუსტრატორი). - თბილისი, ლომისი, 1995. - 160გვ.
  • ჩიტო-გვრიტო : ქართული ხალხური საბავშვო ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები, თამაშობანი, გამოსაჯავრებლები (ილუსტრატორი). - თბილისი, ნაკადული, 1991. - 128გვ.

გააზიარე: